მკვლელობა ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან

xurch-19.jpgხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან, საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დღეს მკვლელობა მოხდა. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულმა რუსმა ე.წ მესაზღვრემ გალის რაიონის სოფელ ბარღებიდან დევნილი, 1986 წელს დაბადებული  გიგა ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ადგილზე მოკლა. მას სხეულზე ჭრილობები, თავში კი საკონტროლო გასროლა ჰქონდა მიყენებული. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რუსს, ე.წ მესაზღვრესა და გარდაცვლილს შორის შელაპარაკებას მოჰყვა.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ამ დროისთვის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.

Нравится