ხანძარი კორცხელის დედათა მონასტერში

kmkm.jpgზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერს დღეს, საღამოს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად დამწვარია სახურავი და შენობის მესამე სართულის ნაწილი. მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირების განცხადებით, შენობა დედათა მონასტრის რეზიდენციის განყოფილებაა, სადაც სიწმინდეები და საკვები პროდუქტები ინახება. დედაოების განცხადებით, შენობაში არსებული ხატების და სიწმინდეების გატანა დროულად და უვნებლად მოხერხდა, ხანძრის დროს არც ერთი სასულიერო პირი არ დაშავებულა. მათი ინფორმაციით, ცეცხლის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ ელექტრო სადენებია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო - სამაშველო ბრიგადები. მეხანძრეები დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ლოკალიზებას.

ამ დროისთვის კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერში ცეცხლის კერები ლოკალიზებულია და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. 

Нравится