ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

3232323.jpgდღეს დილით ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანა, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ქუჩაში მდგომ სამმ მამაკაცს დაეჯახა. ორი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მესამე კი მძიმე მდგომარეობით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია. არსებული ინფორმაციით, ფოლკსვაგენის მარკის ავტომანქანას, რომელიც ქუჩაში მდგომ სამ პირს დაეჯახა, 18 წლის ახალგაზრდა მართავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მძღოლი ადგილზე დააკავეს. ადგილობრივების განცხადებით, სამივე მამაკაცი იმავე ქუჩაზე მდებარე ავტოსერვისში მუშაობდნენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Нравится