სოფ. ინგირში ხანძრის შედეგად ორი ოჯახი სახლის გარეშე დარჩა

xandz-28.jpgგუშინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ყოფილი ბაგა-ბაღის შენობას ხანძარი გაუჩნდა, სადაც ორი აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობდა.  შემთხვევის ადგილას 4 სახანძრო სამსახურის და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული, თუმცა საცხოვრებელი ფართების გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხანძრის დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვი იყო, თუმცა მეხანძრეებმა მისი გადარჩენა შეძლეს.შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ დევნილთა სამმართველოს წარმომადგებლები და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. გურგენ სართანიას განმარტებით, ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებამდე დაზარალებულ ოჯახებს ქირით გადაიყვანენ საცხოვრებლად.ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე ცნობილი არ არის. ოჯახის წევრების განცხადებით, სახლში შეშის ღუმელი არ ჰქონდათ. სავარაუდოდ, ცეცხლი ელექტროსადენებიდან გაჩნდა.

Нравится