შემთხვევა

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ დავით ბეჭვაიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sas-14.jpgსამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში რჩება. მოსამართლე შოთა ბიჭიამ დააკმაყოფილა პროკურორ ლევან ფიფიას მოთხოვნა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესახებ და დავით ბეჭვაიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებისას მან საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით იხელმძღვანელა. ამასთან, საქმეზე მომდევნო წინასასამართლო მოსმენა 25 მარტს ჩაინიშნა. სასამართლოს დღევანდელ პროცესს არ დასწრებია ბრალდებულის ოჯახის წევრები. მოსამართლის გადაწყვეტილება მშვიდად მოისმინა ბრალდებულმა, თუმცა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ აპირებს შიმშილობის დაწყებას. სამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა და დაკავებისას სამართალდამცავებთან ბრალი „ემოციურ ფონზე“ აღიარა. ამასთან, ბრალდებულ დავით ბეჭვაიას განცხადებით, მისი დაკავება მოხდა ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიაზე და არა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, როგორც ეს საქმეშია მითითებული. დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს ბრალდებულ დავით ბეჭვაიას ადვოკატი. როგორც თანდილა ჯოლოგუამ სხდომის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არსებულ საქმეში ბევრი უზუსტობაა. დავით ბეჭვაია სამართალდამცავებმა 12 თებერვალს დააკავეს. ბრალად მას სამი ადამიანის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ედება. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 -ე მუხლის მე- 3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით ბეჭვაიას თავისუფლება 16 -დან 20 -წლამდე ან უვადოდ აღეკვეთება.

comments

მაისი 2021
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
26 27 28 29 30 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 1 2 3 4 5 6

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended