ჯვარი-ზუგდიდის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_avar-29.jpgწუხელ, ჯვარი-ზუგდიდის მონაკვეთზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად სულ 11 ადამიანი დაშავდა. აქედან 4 ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი გვიან ღამით, მიმდინარე ოპერაციის დროს დაიღუპა. ამ დრომდე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გადარჩენილი პირების მდგომარეობა. ორი დაშავებული წუხელ თბილისში გადაიყვანეს, ხოლო ოთხი ახალგაზრდა ამ დრომდე მკურნალობის პროცესს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადის. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. გარდაცვლილთა შორის ყველაზე დიდი 27, ყველაზე პატარა კი 19 წლისაა. დაღუპულებს წუხელ ქუთაისის პროზექტურაში ექსპერტიზა ჩაუტარდათ, მოგვიანებით კი საკუთარ სახლებში გადაასვენეს. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ღამით ჯვარი-ზუგდიდის მონაკვეთზე მოხდა, ერთმანეთს ოპელისა და ფორდის მარკის ავტომანქანა შეეჯახა. შსს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276 -ე მუხლის მე -7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ზომების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორზე მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. 

Нравится