ზუგდიდში ექსპრესბანკის დაყაჩაღება სცადეს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_yachag-12.jpgზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას გამზირ ნომერ 30 -ში მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში წუხელ ერთი პირი შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხა მოითხოვა. თვითმხილველების განმარტებით, თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა, რადგან ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა ის შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულს სათამაშო იარაღი აღმოაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე აღძრულია საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179 -ე მუხლით რაც ყაჩაღობას გულისხმობს

Нравится