შემთხვევა

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

განმუხურში, ჩახაიების მრავალსულიან ოჯახში სახლი ჩამოინგრა

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_31321.jpgზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში დღეს ჩახაიების ოჯახში სახლი ჩამოინგრა. ოჯახი სადაც 11 სული, აქედან 5 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს პრაქტიკულად უსახლკაროდ დარჩა. სახლი, რომელიც ათეულ წლებს ითვლის, საცხოვრებლად უვარგისია. ჩამონგრევის შედეგად სახლი მთლიანად მოწყდა საძირკველს, დაზიანდა სახურავი, შენობის კედლები. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ რამდენჯერმე მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, მათ შორის სოფლის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს, თუმცა დახმარებაზე უარი მიიღეს. სახლის ჩამონგრევის შედეგად ოჯახი პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ რჩება, ისინი ყურადღებას და დახმარებას ითხოვენ. ჩახაიების მრავალსულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. 11 სულიან ოჯახში არც ერთი წევრი არ მუშაობს. 5 მცირეწლოვანი ბავშვიდან ერთ-ერთი  მძიმედაა დაავადებული და ამჟამად თბილისში მკურნალობს.  მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ ოჯახის წევრებს მეზობლებიც ეხმარებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეკომპანია ოდიში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშირდა. გამგებლის მოადგილის გურგენ სართანიას განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა მათთვის ცნობილია და დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად მზად არიან. დაზარალებული ოჯახი აცხადებს, რომ თუ არ მოხდა დროული რეაგირება, მათ ზამთარში, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად  სიცივეში სახლის გარეშე მოუწევთ ყოფნა.

comments

ივლისი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended