ამერიკაში მცხოვრები ზუგდიდელი მოკრივე მოსწავლეებს შეხვდა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_enrik-026.jpgზუგდიდელი, 3 გზის მსოფლიო ჩემპიონი კინგ-ბოქსში ენრიკე გოგოხია, ამჯერად უკვე კრივში მსოფლიო ჩემპიონატის ქამრის მოსაპოვებლად ემზადება. ამის შესახებ მან ზუგდიდში, მეორე საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრისას განაცხადა. 27 წლის სპორტსმენს კინგ-ბოქსში 10 ბრძოლიდან ათივე გამარჯვება აქვს მოპოვებული. საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენი კრივში 65 წონით კატეგორიაში იბრძოლებს. ახალგაზრდა სპორტსმენი ამერიკაში ხვალ მიემგზავრება, შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად მას რამდენიმე სარეიტინგო ბრძოლა აქვს ჩასატარებელი.

 

 

 

Нравится