ზუგდიდში დასრულდა მწვრთნელ-მასწავლებლის ნოდარ გელოვანის მემორიალი ჭადრაკში.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_chadrr-030.jpgზუგდიდში დასრულდა მწვრთნელ-მასწავლებლის ნოდარ გელოვანის მემორიალი ჭადრაკში. შეჯიბრება მოიცავდა 20, 9 და 7 წლამდე ასაკობრივ ტურნირებს და ჩატარდა რაპიდის (სწრაფი ჭადრაკის) ფორმატით შვეიცარული სისტემით 7 ტურად. მასში 120 -მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.20 წლამდე ასაკობრივ ტურნირში დათვლილ იქნა ფიდეს რაპიდის რეიტინგი. თითოეულ ასაკობრივ ტურნირში გამოვლინდნენ I, II და III ადგილის პრიზიორები, და ასევე 9 და 7 წლამდე ასაკობრივ ტურნირებში საუკეთესო შედეგის მქონე გოგონები.გამარჯვებულებს მედლები და თასები გადაეცა.

 

 

 

 

 

Нравится