სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა


b_400_300_16777215_00_images_sainformacio_chadri-05.jpg27-30 იანვარს, ფოთის საჭადრაკო კლუნ "ნანა"-ს სატურნირო დარბაზში გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი 15, 13, 11, 9 და 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა ფოთის, ზუგდიდის, ხობის და სენაკის 70-ზე მეტი მოჭადრაკე. ჩემპიონატი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად. 1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და მედლებით, ხოლო პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ასევე გადაეცათ თასები.ჩემპიონატში გამოვლინდნენ საქართველოს შესაბამისი ასაკის ჩემპიონატების საგზურის მფლობელები, რომელიც გაიმართება 5-14 თებერვალს ქალაქ თბილისში. ჩემპიონატის ორგანიზატორები იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკისა და შაშის ფედერაცია და ფოთის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო კლუბი “ნანა”

 

 

 

Нравится