ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „დაიცავი საქართველოს“ ლიდერსა და მის თანაგუნდელს 400-400 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დააკისრა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_miqaias-sasamartlo19.jpg“დაიცავი საქართველოს” წევრები კახა მიქაია და ალექსანდრე მოლაშხიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ჯარიმის სახით, 400-400 ლარის  გადახდა დააკისრა. მიქაიამ და მოლაშხიამ სასამართლოს განუცხადეს, რომ ისინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. საპატრულო პოლიციის გამომძიებლები, რომლებმაც „დაიცავი საქართველოს“ წევრები გუშინ დააკავეს, სასამართლოსგან მათ სიტყვიერ გაფრთხილებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლე ლაურა მიქავამ პატრულის ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ „დაიცავი საქართველოს“ წევრები კახა მიქაია და საშა მოლაშხია, გუშინ, 18 სექტემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკვეს. ისინი სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როცა გრიგოლ ქობალიას ქუჩაზე სახლის სანომრე ნიშნებს თვითნებურად ცვლიდნენ.


 

Нравится