სოფ. ნარაზენში დამეწყრილი 9 ოჯახი უკიდურესად საშიშ პირობებში ცხოვრობს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_avariuli-saxlebi19.jpgსოფელ ნარაზენში მცხოვრები 9 ოჯახი დახმარების მოლოდინშია. მათი განცხადებით დამეწყრილმა ნიადაგმა მათ საცხოვრებელი სახლებს სერიოზული ზიანი მიაყენა და საცხოვრებლად უვარგისი გახადა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ წლებთან ერთად შენობებს ბზარები ემატება და პრობლემა რთულდება. დაზარალებელები ყვებიან, რომ საკუთარი სახსრებით პრობლემას ვერ უმკლავდებიან და სახლის ჩამოშვლის პროცესი გრძელდება. მათივე თქმით რამდენჯერმე მიმართეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, თუმცა მათ თხოვნას რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პრობლემაზე უწყებაში 300–ზე მეტი განცხადებაა შესული. გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა განმარტავს, რომ ამ საკითხზე გეოლოგთა ჯგუფი მუშაობს რომელიც დასკვნას უახლოეს პერიოდში დადებს,თოდუას თქმით, დამეწყრილ ზონაში მცხოვრები მოსახლეობის სია პარლამენტში ერთი თვის წინ გააგზავნეს. ნარაზენში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობა აცხადებს, რომ ამინდის გაუარესებისას მეწყრის საშიშროება იზრდება, ამიტომაც მიიჩნევენ, რომ პრობლემა თუკი დროულად არ მოგვარდა, უახლოეს 2 წელიწადში საცხოვრებელი სახლები მთლიანად ჩამოინგრევა.


Нравится