სოფ ოქტომბერში ადგილობრივები მე-4 დღეა აქციას მართავენ. მშობლები და პედაგოგები სკოლაში მე-10,მე-11, მე-12 კლასების აღდგენას ითხოვენ.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_oqtombris-skola19.jpgოქტომბრის საჯარო სკოლის წინ დღესკიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმარათ, მოსახლეობის მოთხოვნა უცვლელია, ისინი სოფლის ცენტრში მდებარე სკოლის 12 კლასამდე შევსებას ითხოვენ. მათივე თქმით სასწავლო პროცესს მანამდე ჩაშლიან სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. სოფელ ოქტომბრის სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე ოთხი დღეა აღარ მიმდინარეობს. ადგილობრივების მოთხოვნას პედაგოგებიც უერთდებიან. სასწავლო დაწესებულებას ამ დრომდე საგაკვეთილო პროცერსი არ განუახლებია, სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ თუკი პროცესი მუდმივად ჩაიშალა, ისინი იძულებული იქნებიან მოსწავლეთა გაცდენები დააფიქსირონ. ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა ქებურიას განცხადებით ადგილობრივებს განემარტატ რომ საკითხზეპასუხს სამინისტრო მომდევნო კვირის ორშაბათს გამოაგზავნის, ქებურიასთვის გაუგებარია თუ რატომ გრძელდება საპროტესტო აქციები მაშინ როცა პასუხი მიღების ზუსტი დრო მოსახლეობისთვის ცნობილია. მოსახლეობა ამბობს, რომ მათი პოზიცია უცვლელია და მოთხოვნის დადებითად გადაწყვეტამდე აქციების შეწყვეტას არ გეგმავენ.


Нравится