გალის რ-ში დაკავებული 33 წლის ცირა ცაცუა გაათავისუფლეს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_galis-gamgeoba18.jpgგალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებიდან 15 სექტემბერს გატაცებული 33 წლის ცირა ცაცუა წუხელ საღამოს 9 ათასი ამერიკული დოლარის სანაცვლოდ გაანთავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთში ოთარ გოგოხია ავრცელებს. მისივე განცხადებით თანხა ოჯახის წევრებმა და ახლონათესავებმა შეაგროვეს და გამტაცებლებს გადასცეს, რის შემდეგაც მოხდა ცაცუას განთავისუფლება. ცირა ცაცუა ექვსმა შეიარაღბულმა, ნიღბიანმა პირმა 2 დღის წინ, გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებიდან გაიტაცა.


Нравится