სამართალდამცავებმა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია და ალექსანდრე მოლაშხია დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_kaxa-miqaia18.jpg„დაიცავი საქართველოს“ წევრები კახამიქაია და ალექსანდრე (საშა) მოლაშხია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ზუგდიდში დააკვეს. ისინი სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როცა გრიგოლ ქობალიას ქუჩაზე სახლის სანომრე ნიშნებს თვითნებურად ცვლიდნენ. ”დაიცავი საქართველოს“ წევრებმა სახლის სანომრე ნიშნები თავად დაამზადეს. მათი თქმით, ქუჩის მცხოვრებლებისგან აქვთ ნებართვა და ხელმოწერები, რომ გრიგოლ ქობალიას ქუჩას ძველი სახელი რევაზ ლაღიძის სახელწოდება დაუბრუნდეს. სამართალდამცავებმა მიქაიას და მის თანამოაზრეებს რამდენჯერმე მოუწოდეს უკანონო ქმედებისგან თავი შეეკავებინათ, თუმცა უშედეგოდ. „დაიცავი საქართველოს“ წევრები კახამიქაია და ალექსანდრე მოლაშხია 400-400 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მიქაიას და მოლაშხიას სასამართლო პროცესი კი ხვალ, ზუგდიდის რაიუნულ სასამართლოში გაიმართება.


Нравится