“სამეგრელოს ხმის“ ოფისში დღეს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პრესკონფერენცია გამართა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_jgushias-brifingi18.jpgსამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელმა თენგიზ ჯუშიამ ორგანიზაციის წევრებთან ერთად დღეს ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან რამდენიმე კვირიანი ტაიმ–აუტის შემდეგ წინსაპრეზიდენტო არჩევნებთან და ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. ჯგუშია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტობის  კანდიდატი გამოკვეთილი პოლიტიკური უნარ ჩვევების მატარებელი უნდა იყოს და საგარეო პოლიტიკური კურსის სწორად წარმართვა პრიორიტეტად უნდა დაისახოს.“სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა მედიასთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სახელმწიფო ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს.  მან ასევე დასძინა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე რომელიც უნდა ხვდებოდეს ხალხს და მათ პრობლემებს ისმენდეს, 2 თვით ლონდონში მეუღლესთან ერთად ინგლისური ენის სასწავლებლად გაემგზავრა. აღნიშნულ ბრალდებებს სატელეფონო ინტერვიუში პასუხობენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია და ზუგდიდის საკრებულოს საზოგადოებასთან და მედიასთან  ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამარ შონია. სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი შეხვედრის დასასრულს სამართალდამცავ სტრუქტურებსაც შეეხო და აღნიშნა,რომ ისინი წისასაარჩევნო პროცესებში სწორად და სამართლიანად მუშაობენ.


Нравится