ბავშვთა და მოზარდთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ცისკარი“ ბულგარეთიდან წარმატებით დაბრუნდა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_cekva17.jpgზუგდიდის მუნიციპალიტეტი სმუსიკალურ-ქორეოგრაფიული ცენტრი „ოდიში“-სბავშვთა ქორეოგრაფიული ანსაბლი „ცისკარი“ 2013 წლის 19-დან 25 აგვისტოს ჩათვლით მიწვეული იყო ბულგარეთში 'მესამე საერთაშორისო ფესტივალზე “ნესებრისთანავარსკვლავედი”, სადაც მონაწილეობას ღებულობდა 10 ქვეყნიდან ჩამოსული 5000 მონაწილე. 'ამ ფესტივალზე ანსამბლმა გაიმარჯვა სხვადასხვა ნომინაციებში და მოიპოვა პირველი ადგილი. ფესტივალზე ანსამბლის ხელმძღვანელებს მაკა გვიჩიასა და რომეო ბულიას ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა გადასცა დიპლომები: “საუკეთესო ქორეოგრაფ–პედაგოგის” და „მაღალი პროფესიული-შემოქმედებითი მიღწეული წარმატებებისათვის“, აგრეთვე გადაეცათ სპეციალური ჯილდო და ფულადი პრემია. ეს იყო ევროპაში ანსამბლის პირველი ტურნე, სადაც მათ მოიპოვეს ტრიუმფალური გამარჯვება, ფესტივალის ორგანიზატორებმა კი ანსამბლ „ცისკარის“ სახელზე საქართველოს კულტურის მინისტრს გურამ ოდიშარიას მადლობის წერილი გამოუგზავნეს. ცისკარი მომავალ წელს მიწვეულია საბერძნეთის, ესპანეთის და უკრაინის საერთაშორისო ფეტივალებზე.


Нравится