ა. ორგანიზაციებმა დღეს საზოგადოებას 15 სოფელში ჩატარებული კვლევის ანგარიში წარუდგინეს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_shexvedra17.jpgსანიაღვრე არხებისა და გზების რეაბილიტაცია,გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა,წყალმომარაგებასთან არსებული პრობლემები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გასარემონტებელი საბავშვო ბაღები, სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხები, ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 15 სოფელში კვლევის შედეგად გამოვლინდა და რომელიც ტერიტორიულ ერთეულებში გამართული შეხვედრების შუალედურ ანგარიშში მოხვდა. პროექტის „საზოგადოების ჩრთულობა დემოკრატიული თვითმართველობისთვის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დღეს თვითმართველობის დაგეგმილი რეფორმის ძირითადი საკითხები განიხილა.პროექტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სოფლებში გამოვლენილი საჭიროებები შესახებ ინფორმაცია მთვრობას წარუდგინეს, რათა აღნიშნული პრობლემები გათვალისწინებული იქნას 2014 წლის ბიუჯეტში. შეხვედრაზე სოფლად არსებული პრობლემების განხილვას ერთი საათი დაეტმო,შეხვედრას ესწრებოდნენ მოქალაქეები, რომლებმაც სხვა რამდენიმე საყურადღებო და დროულად მოსაგვარებელი საკითხიც წამოჭრეს.შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმართველობის ისე ინფრასტრუქტურის სამინისტოს წარმომადგენლები. რომლებიც აცხადებენ, რომ წამოჭრილი პრობლემები ეტაპობრივად, მოპქალაქეთა ჩართულობის გზით უნდა მოგვარდეს.ასოციაცია „ათინათის“, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის“ პროექტის ფარგლებში შეხვედრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობასთან პერიოდულად იმართება, მომდვენო ანგარიში პრეზენტაცია ნოემბრის თვეშია დაგეგმილი.ანგარიში „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით და „შვედეთის განვითრების სააგენტოს“ ფინანსური უზრუნველყოფით მზადდება.


Нравится