ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ზუგდიდში ოფიციალური ვიზიტი დღეს დაასრულა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_amerikis-elchi17.jpgუკვე მეორე დღეა აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი სამეგრელოში იმყოფება. ელჩი ზუგდიდში  წინასაარჩევნო გარემოს გაცნობის მიზნით ჩამოვიდა და არასაპრალამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, საპარლამენტო ოპოზიციას, მმართველ პარტიას და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. დღევანდელი დღე კი რიჩარდ ლორლანდმა ადგილობრივ მედიას დაუთმო და  ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები შეაჯამა.აშშ–ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა 2012 წლის საპარლამნეტო აჩევნების წინა პერიოდისა და ამჟამინდელი წინასაარჩევნო პროცესებთან შედარებისას განაცხადა, რომ სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდში ამ დროისთვის დაძაბულობა არ იგრძნობა.  აშშ-ს ელჩმა ასევე, ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზუგდიდში ჩატარებულ პრაიმერზე.შეერთებული შტატების ელჩმა პრესკონფერენციის ფარგლებში „ოდიშის“ მიერ დასმულ კითხვას, რამდენად იქნება მედია თავისუფალი წინა საარჩევნო პერიოდში“, უპასუხა რომ მას ქონდა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა და პრობლემების ალბათობა მისი აზრით მოსალოდნელი არაა. დიპლომატის ოფიციალური სამუშაო ვიზიტი ზუგდიდში დღეს დასრულდა


Нравится