ამერიკის ელჩმა შეხვედრები გამართა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_elchi16.jpgაშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩამოვიდა, თვდაპირველად დემოკრატიული ჩართულობის ოფისში, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. მოგვიანებით ამერიკის ელჩი კოალიცია „ქართუილი ოცნების“ საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს შეხვდა, შეხვედრა ამჯერადაც მედიისთვის დახურული იყო, შეხვედრის შემდეგ კომენტარი შტაბის ხელმძღვანელმა გააკეთა. დღესვე ამერიკის ელჩი ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ამერიკულ კუთხეს ეწვია,სადაც ამერიკული კუთხის აღსაზრდელების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. დღის მეორე ნახევარში რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და წარმომადგენლებს შეხვდა, დახურულ კარს მიღმა შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა.ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა დამენია აცხადებს რომ საუბარი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, მათ შორის თუ როგორ მიმდინარეობს ზუგდიდში წინასაარჩევნო პროცესი. ამერიკის ელჩს კომენტარი მედიასთან დღეს არ გაუკეთებია, რიჩარდ ნორლანდი მედიისთვის პრესკონფრენციას ხვალ გამართავს.


Нравится