აბიტურიენტთა და მოსწავლეთა მოსამზადებელ ცენტრში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_saswavlo-centri16.jpgაბიტურიენტთა და მოსწავლეთა მოსამზადებელი ცენტრი, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ კოკა–კოლას მე–2 სართულზე მდებარეობს, ახალი სასწავლო წლიდან მსურველებს უამრავ სიახლეს პირდება. ცენტრში ტარდება ეროვნული და საატესტატო გამოცდებისთვის ინდივიდუალური და ჯგუფური მეცადინეობები უცხო ენებში ინგლისური, რუსული,, ფრანგული და გერმანული. ასევე ზოგადი უნარების მეცადინეობები (ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილში), ქართული ენასა და ლიტერატურაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. ხდება დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მომზადება ყოველდღიურად. უცხო ენების კურსის გავლა კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია ასაკის შეუზღუდავად. რამდენიმე საგნის ერთდროულად არჩევის შემთხვევაში მსმენელები ისარგებლებენ შეღავათებით. პატარა ჯგუფის მოსწავლეებისთვის კი მომზადება სახალისო ტესტებითა და სავარჯიშოებით ხდება. ცენტრში ფუნქციონირებს ასევე საზრიანთა კლუბი პატარებისთვის, სადაც ისინი ღებულობენ ზოგად განათლებას ყველა სფეროში. აბიტურიენტები ცენტრში მიღებული ცოდნის შედეგებით კმაყოფილები არიან.


Нравится