ახალი საეკლესიო წელიწადის დაწყება და ახალი სასწავლო წელი ერთად აღინიშნა კახათის წმ.გიორგის სახ. სასულიერო გიმნაზიაში.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_kaxetis-skola16.jpgმოკრძალებული ღონისძიებით აღინიშნა დღეს ახალი  სასწავლო წლის დაწყება კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში. პირველკლასელებმა თანატოლებთან ერთად სტუმრებს საკუთარი შესაძლებლობები გააცნეს, მათი აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს და ყველა პირველკლასელს სასწავლო წლის დაწყება ჩვენი კამერის ობიექტივში მიულოცეს. ღონისძიებას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე სამღვდელოებასთან ერთად დაესწრო და ყველა პირველკლასელს სკოლისკენ მიმავალი გზა დაულოცა. ახალი სასწავლო წლის მილოცვებს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის პედაგოგებიც შეუერთდნენ და საქართველოს მასშტაბით ყველა მოსწავლეს დღევანდელი დღე მიულოცეს. ღონისძიების დასასრულს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მოწვეულ სტუმრებს სახსოვრად ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლები გადასცა.


Нравится