სწავლის პროცესი ჩაიშალა დღეს სოფ ოქტომბრის საბაზო სკოლაში.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_oqtomberis-skola16.jpgსასწავლო პროცესი დღეს ოქტომბრის საჯარო სკოლაში ჩაიშალა, ადგილობრივები სკოლაში მე–9 მე–10 მე–11 მე–12 კლასების აღდგენას ითხოვენ, ამ მოთხოვნით მათ დღეს ბავშვები სკოლაში არ გაუშვეს,სოფლის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, თუმცა მთი მოთხოვნაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.ოქტომბრის საჯარო სკოლის დირექტორი აცხადებს,რომ სამისნროში სკოლის განცხადება სკოლაში მაღალი კლასების აღდგენის შესახებ ამა წლის თებერვლის თვეში გააგზავნეს, მისივე თქმით უწყებიდან პასუხს უახლოეს პერიოდში ელოდება. ზუგდიდის საგანამანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა ქებურია აცხადებს, რომ ოქტომბრის სკოლასთან დაკავშირებით დეოპტიმიზაციის კომისია 4 თვეა მუშაობს, მისივე განმარტებით სამინისტროს გადაწყვეტილება სასწავლო დაწესებულებას უახლოეს ერთ კვირაში მიიღებს. ოქტომბრის მოსახლეობა კი აცხადებს, რომ თუკი პასუხი დადებითი არ იქნა და სკოლაში 12 წლიანი სწავლება არ აღდგა, აქციებს გააგრძელებენ და სკოლას სასწავლო პროცესის განახლების საშუალებას არ მისცემენ.


Нравится