დღეს ზუგდიდის რამდენიმე სკოლაში სწავლის პროცესი არ დაწყებულა.

ლელა ქებურიადღეს საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სწავლება დაიწყო, მიმდინარე წლის სასწავლო წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ექვსი საჯარო სკოლა, სოფელურთა, ანაკლია, ახალკახათი, ერგეტა, ქალაქის მერვე და მეათე საჯარო სკოლები მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო სასწავლო პროცესს მოგვიანებით შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაცია „ოდიშს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ლელა ქებურიამ მოიაწოდა. ქებურია აქვე დასძენს რომ სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლა სანახევროდ შეუერთდა სასწავლო წელს რაც იმას ნიშნავს რომ მხოლოდ პირველმა კლასელებმა დაიწყეს დღეს სასწავლო პროცესი. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს მოსწავლეებს უფასო სახელმძღვანელოები და ასევე პირველკლასელებს გაუმჯობესებული პროგრამით ბუქები გადაეცათ. განათლების სამინისტროს ცნობით მხოლოდ რამდენიმე სკოლა, სარემონტო სამუშაოების გამო ვერუერთდება სასწავლო პროცესს.


 

Нравится