საქართველოს მასშტაბით დღეს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_saswavlo-wlis-dasawyisi16.jpgსკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო, მოსწავლეებისთვის პირველი ზარი დილის 9 საათზე დაირეკა, სხვადასხვა სკოლის ეზოში შეკრებილ მოზარდებს და მათ მშობლებს საჯარო სკოლის დირექტორებმა დღევანდელი დღე მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. განსაკუთრებული მოლოდინით და ემოციებით დღევანდელ დღეს პირველ კლასელები ელოდნენ, ისინი მასწავლებლებმა საკუთრ საკლასო ოთახებში გადაანაწილეს და საჩუქრად ნეთბუკები და სახელმძღვანელოები გადასცეს. წელს ნეტბუქებთან ერთად, პირველკლასელებმა და დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა უფასო სახელმძღვანელოები მიიღეს. დღეს სწავლა საქართველოს მასშტაბით 2 332 სკოლაში განახლდა. წელს სწავლას სულ 610 430 მოსწავლემ დაიწყო. მათ შორის 44 758 პირველკლასელი. გამონაკლისი მხოლოდ 19 სკოლაა, სადაც სარემონტო სამუშაოების გახანგძლივების გამო, პირველი ზარი ერთი კვირის დაგვიანებით დაირეკება.


Нравится