დღეს ზუგდიდელებმა სცენიდან ღვაწლმოსილი ქორეოგრაფი რეზო ჩხეიძე გააცილეს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_koncerti14.jpgზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულმა თეატრმა დღეს, ღვაწლმოსილი ქორეოგრაფის  რეზო ჩხეიძის საიუბილეო საღამოს უმასპინძლა. ღონისძიება რომელიც რეზო ჩხეიძეს მიეძღვნა თავად იუბილარმა გახსნა და სცენა შვილიშვილთან ერთად დაიპყრო. 85 წლის იუბილე იუბილარს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ მიულოცა და საჩუქრად ხატი გადასცა. საიუბილეო თარიღი რეზო ჩხეიძეს   მეგობრებმაც  მიულოცეს და უხუცეს ქორეოგრაფს  მხნეობა და ჯანის სიმრთელე უსურვეს.თავად იუბილარი რომელსაც დღეს 85 წელი შეუსრულდა ემოციებს ჩვენი კამერის ობიექტივში გამოხატავდა და ყველა მეგობარს მადლობას სიხარულის ცრემლებით უხდიდა.ქართველი ერის კულტურა და სულის სარკე დღევანდელმა ღონისძიებამაც დაადასტურა. საიუბილეო საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა.


Нравится