მე-6 საჯარო სკოლაში თამარ მეფისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_VI-skola14.jpg„მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი" - ეს არის მეფე თამარის სრული ტიტული, რომელსაც მემატიანე გადმოგვცემს. 2013 წელი საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებით, თამარ მეფის წლად ცხადდება. სწორედ თამარის მეფობის პერიოდს ეწოდა ოქროს ხანა, რომლის დროსაც საქართველომ აღმავლობას მიაღწია. ოქროს ხანაზე, საქართველოს ერთიანობაზე, სიყვარულზე, პატრიოტიზმზე და მეფე თამარის ღვაწლზე საუბრობდნენ დღეს მე–6 საჯარო სკოლის 2 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც აუდიტორიას ლექსები და სიმღერები საკუთარი ინტერპრეტაციით გააცნეს და პედაგოგების ნინო ჯახიასა და მაია დარასელიას დახმარებით მაყურებლამდე ასე მოიტანესქართულმა ეკლესიამ მეფე თამარი წმინდანად შერაცხა. მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა კეთილმსახური მეფის ხენების დღეს 31 იანვარს აღნიშნავს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ წელს თამარ მეფის გარდაცვალებიდან 800 წელი სრულდება. ღონისძიებას რომელიც თამარ მეფეს ეძღვნებოდა , ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მალხაზ ჭანტურია ესწრებოდააღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ამავე კლასის მოსავლეები, რამდენიმე დღის წინ სენაკის ბავშვთა სახლში იმყოფებოდნენ და თანატოლებს, საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ


Нравится