ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა არტ–გალერეაში.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_gamofena13.jpgზუგდიდის სამხატვრო გალერეაში დღეს ია კანკიასა და 12 წლის ანზორ თოდუას ნამუშევრები გამოიფინა, ახალგაზრდა მხატვრებმა საკუთარი ნამუშევრების მხოლოდ ნაწილი გამოფინეს და დამთვალიერებელს მათი შემოქმედების შეფასების საშუალება მისცეს. მხატვრები აცხადებენ, რომ ეს მათი პირველი პერსონალური გამოფენაა ზუგდიდში და საკუთრი შემოქმედების გატანას უფრო ფართო მაშიტაბითც გეგმავენ.
ორი მხატვრის შემოქმედების დასათვალიერებლად არტ–გალერეაში უამრავი ადამიანი შეიკრიბა, გამოცდილმა მხატვრებმა დამწყებ, ნიჭიერ ახალგაზრდებს შემოქმედებითი წინსვლა უსურვეს და გამოფენილი ნამუშევრები მაღლ დონეზე შეაფასეს.გამოფენაზე 12 წლის მხატვარმა მუსიკალური ნომრებიც შეასრულა. ზუგდიდელი ახალგაზრდების ნამუშევრების დათვალიერების საშუალება ნებისმიერ მსურველს მიეცემა.


Нравится