საზოგადოება

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

საინიციატივო ჯგუფი-სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის კლუბის ინიციატივით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_nona-ubilava13.jpgსაინიციატივო ჯგუფი- სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის კლუბის ინიციატივით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ აფხაზეთის მთავრობის და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლობების, სახალხო დამცველის ოფისის,ქალაქის მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თემა გახლდათ დევნილების მიმდინარე რეგისტრაცია და გადაადგილების უფლების შეზღუდვა აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის. არასამთავრობო სექტორის პოზიციით სამინისტროს პროცესის დაწყებამდე უნდა გაეთვალისწინებინა ყველა ის რისკ-ფაქტორი , რომელიც დაკავშირებული იყო რეგისტრაციასთან და შემდეგ მიეღო ეს გადაწყვეტილება. მოლაპარაკებები საერთაშორისო ორგანიზაციებთან თუ სხვა შესაძლებლობები უნდა ყოფილიყო გაწერილი გეგმიურად და არა პოს ფაქტუმ პროცესის მიმდინარეობისას.როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, არის რეალური საშიშროება, რომ ძალიან ბევრი დევნილი ვერ გადმოვა აფხაზეთიდან. განსაკუთრებით ის დევნილები, რომლებიც მიჯაჭვულები არიან საწოლს, არ გააჩნიათ შესაბამისი დოკუმენტები ან ეშინიათ გადმოსვლის. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ნონა უბილავა განსახლების მინისტრ დავით დარახველიძეს ამ საკითხებზე განსაკუთრებულად თხოვს ყურადღების გამახვილებას წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაზარალებული მოქალაქეების უფლებების დაცვას სასამართლო პროცესით გეგმავს. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელმა დააფიქსირა, რომ მისი ვარაუდით ადვილი შესაძლებელია რეგისტრაცია ვერ გაიაროს აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების 30 %. რაც საკმაოდ დიდი ციფრია. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე საინტერესო საკითხებზე, როგორიცაა.. საზღვრის გადაკეტვა საღამოს 7 საათზე, უსტატუსო ხალხის რეგისტრაციაზე, გადაადგილების ფინანსურ დამატებით ხარჯებზე, შეჭრილ დევნილებზე, წარმომადგენლობების დეცენტრალიზაციაზე. საინიციატივო ჯგუფი ანალოგიურ შეხვედრებს მოქალაქეების მოთხოვნით და საჭიროებების გათვალისწინებით გამართავს პერნამენტულად.

comments

ივლისი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
29 30 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 1 2

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended