გარევაჭრობის დაშვების მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_aqcia-bazris-win.jpgცენტრალური სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს გარემოვაჭრეები შეიკრიბნენ და წინასასკოლო პერიოდში 3 დღით გარევაჭრობის დაშვების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განმარტებით ისინი რამდენიმე  დღის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელს ედიშერ თოლორაიას შეხვდნენ და მისგან პირობა მიიღეს, რომ 3  დღის განმავლობაში გარევაჭრობას დაუშვებდა, თუმცა დაპირება არ შესრულდა. პოლიციამ მათ გარევაჭრობის საშუალება არ მისცა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აცხადებენ რომ გარემოვაჭრეებთან გარევაჭრობის დაშვებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა. გარემოვაჭრეების ნაწილი აცხადებს რომ ფართები რომლებიც ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მათთვის გამოიყო არამომგებიანია. ცენტრალური სუპერმარკეტის დირექტორისთვის კი გაუგებარია თუ რატომ არ იკავებენ გარემოვაჭრეები გამოყოფილ ფართებს რომლებიც ამ დრომდე ცარიელია. გარემოვაჭრეები აცხადებენ რომ მათი მოთხოვნის არ შესრულების შემთხვევაში ისინი ქუთაისში პარლამენტის წინ აქციებს გამართავენ.


Нравится