როგორ შეხვდა მოსახლეობა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატს ზუგდიდში.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_baqradzes-aqcia.jpgოვაციებითა და შეძახილებით შეხვდა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს ქალაქის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა. ბაქრაძე ტრიბუნასთნ 18:00 საათზე გამოჩნდა და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. ნაციონალურმა მოძრაობამ წინასაარჩევნო კამპანია ზუგდიდიდან დაიწყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები წარადგინა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, მოქალაქეთა ერთიანობა და სამუშაო ადგილების შექმნა, ეს ის სამი ძირითადი საკითხი იყო რომელზეც დავით ბაქრაძემ აქცენტი გააკეთა. დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს რამდენიმე ეკონომიკური ინიციატივაც გააცნო, უმცირესობა უმრავლესობას  ეკონომიკუ შეკრებილებს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების, ნატოს და ევროკავშირის  მნიშვნელობაზე ესაუბრა. მან ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში გააკრიტიკა. მისი თქმით ოკუპანტებთან ურთიერთობას გაანალიზება არ სჭირდება. დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები, მათ ბაქრაძის გამოსვლამდე მოსახლეობას სიტყვით მიმართეს.ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მიიჩნევენ, რომ დავით ბაქრაძე გაპრეზიდენტების შემთხვევაში შეძლებს ყველა დანაპირების უკლებლივ განახორციელოს. ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატთან შესახვედრად ამომრჩეველი ილია ჭავჭავაძის ბიუსტთან შეიკრიბა. მოსახლეობა ბაქრაძის ჩამოსვლას ტაშით შეხვდა, მათი შეფასებით ბაქრაძე ყველაზე ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატია. დავით ბაქრაძეს სიტყვით გამოსვლა ერთი საათი გაგრძელდა, მან მოსახლეობას მხნეობისა და ერთიანობისკენ მოუწოდა. შეხვედრის დასასრულს საპრეზიდენტო კანდიდატი მოსახლეობას გაესაუბრა. ადგილობრივებმა ბაქრაძე ტაშითა და ოვაციებით გააცილეს.


Нравится