„დაიცავი საქართველოს“ ლიდერის შეურაცხყოფისთვის დაკავებულებს 100–100 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_sasamartlo12.jpgგუშინ “დაიცავი საქართველოს“ ლიდერის კახამიქაიას შეურაცხყოფისთვის დაკავებულ ორ ზუგდიდელ მოქალაქეს გოჩა ბუკიასა და ცოტნე ხურციძეს სასამართლომ დღეს 100-100 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა და დარბაზიდან გაათავისუფლა. დაკავებულმა გოჩა ბუკიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ხალხმა იცის თუ რატომ ჩიდინა ეს, მან ასევე მოსამართლესთან განმარტა რომ ის, გუშინ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და ინანიებს ჩადენილ საქციელს. გუშინ მომხდარი ინციდენტი და შვილის საქციელი გაამართლა დაკავებულის დედამ, ტურფა ბუკიამ, რომელმაც განაცხადა რომ მიქაიას საქციელი სამარცხვინო და მიუღებელია მთელი საქართველოსთვის. სასამართლოში დაკავებულების მხარდასაჭერად მისულები იყვნენ ასევე ზუგდიდის საკრებულოს თანამშრომლებიც. ზუგდიდის საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა ბათლომე შელიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა რომ სასამართლოში მისვლით მან მხოლოდ მორალური თანადგომა გამოხატა. ცნობისთვის, “დაიცავი საქართველოს” წევრ კახა მიქაიას გუშინ, “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის ვიზიტთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. რა დროსაც პოლიციამ, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ორი პირი, გოჩა ბუკია და ცოტნე ხურცილავა დააკავა.


Нравится