დავით ბაქრაძემ ზუგდიდში ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა.

დავით ბაქრაძედავით ბაქრაძე ტრიბუნაზე დღის 6 საათზე გამოჩნდა და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. ნაციონალურმა მოძრაობამ წინასაარჩევნო კამპანია ზუგდიდიდან დაიწყო. დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ 3 პრიორიტზე ისაუბრა რომლის განხორციელებასაც გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. ბაქრაძე შეკრებილებს 27ი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების, ნატოს და ევროკავშირის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მან ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში გააკრიტიკა. მისი თქმით ოკუპანტებთან ურთიერთობას გაანალიზება არ სჭირდება. დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები, მათ ბაქრაძის გამოსვლამდე მოსახლეობას სიტყვით მიმართეს. ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატთან შესახვედრად ამომრჩეველი ილია ჭავჭავაძის ბიუსტთან შეიკრიბა. მოსახლეობა ბაქრაძის ჩამოსვლას ტაშით შეხვდა, მათი შეფასებით ბაქრაძე ყველაზე ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატია. განსხვავებული განწყობითა და შეძახილებით აპროტესტებდნენ ტრიბუნის სიახლოვეს დავით ბაქრაძის ჩამოსვლას, “დაიცავი საქართველოს” ლიდერი  კახა მიქაია და “ქალები მშვიდობისთვის” წარმოადგენლები. შეკრებილებს მიქაიამ სიტყვით მიმართა და თავის გამოსვლაში აღნიშნა , რომ ღიად აპროტესტებს ბაქრაძის ჩამოსვლას. ზუგდიდში დავით ბაქრაძის ვიზიტი წალენჯიხიდან ცამოსულებმაც გააპროტესტეს. მათ ბაქრაძეს მათივე განცხადებით “საჩუქრად”  ვირზე დამაგრებული მამაკაცის სასქესო ორგანოს ბუტაფორია ჩამოუტანეს. დავით ბაქრაძეს სიტყვით გამოსვლა ერთი საათი გაგრძელდა, მან მოსახლეობას მხნეობისა და ერთიანობისკენ მოუწოდა. შეხვედრის დასასრულს საპრეზიდენტო კანდიდატი მოსახლეობას გაესაუბრა. ადგილობრივებმა ბაქრაძე ტაშითა  და ოვაციებით გააცილეს.


 

Нравится