თენგიზ გუნავა-"ზუგდიდში პროვოკაციები იგეგმება."

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_gunavas-gancxadeba11.jpgილია ჭავწავაძის ბიუსტთან  დღეს სამეგრელო-ზემოსვანეთისგუბერნატორმა თენგიზგუნავამ დილის 10 სთზე სპეციალური განცხადება გააკეთა. გუნავას განცხადებით ხელისუფლება ზუგდიდში დღეს, დავით ბაქრაძის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, პროვოკაციებს გეგმავს. მისივე განმარტებით, პროვოკაციებს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარე ლაშა გოგია და „დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია“ ხელმძღვანელობენ. ამისმტკიცებულებად კი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ფარულად გადაღებული ვიდეომასალა გადასცა, სადაც გოგიას და მიქაიას შეხვედრაა აღბეჭდილი. ამასთან, გუნავამ და ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა ზუგდიდელებს დავით ბაქრაძესთან შეხვედრისკენ მოუწოდა. ლაშა დამენიამ ასევე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა რომ დღეს ენრგო პრო ჯორჯიას ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა გამიზნულად ხდება. თავის მხრივ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ლაშაგოგია, გუნავას ბრალდებებს,  პროვოკაციის მოწყობასთან დაკავშირებით, უარყოფს, თუმცაა დასტურებს, რომ ის კახამიქაიას ნამდვილად შეხვდა.„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავითბაქრაძის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ზუგდიდის მთავარი გამზირი გადაიკეტა.


 

Нравится