ონარიაში მცხოვრები მოსახლეობა ამორტიზირებულ საცხოვრებელ კორპუსებზს, მოუწესრიგებელ კანალიზაციას და დაბინძურებულ ჭებზს უჩივის.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_atinati.jpgონარიაში მცხოვრები მოსახლეობა  ამორტიზირებულ საცხოვრებელ კორპუსებზს, მოშლილ სახურავებზს , მოუწესრიგებელ კანალიზაციას, და დაბინძურებულ ჭებზს უჩივის , როგორც ადგილობრივები აცხადებენ ამ პრობლემების გამო ხშირია სხვადასხვა ვირუსული დაავადებების შემთხვევები. ონარიის დასახლების მცხოვრებთა განმარტებით, მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარებისთვის , მაგრამ ქმედითი დაბიჯები პრობლემების მოსაგვარებლად დღემდე არ გადადგმულა.

ონარიის დასახლების სოციალურ ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის ანალიზი განიხილეს დღეს ათინათის საკონფერენციო დარბაზში.  კვლევა  აცოციაცია „ათინათის“, სამოქალაქო მონიტორინგისა  და კვლევების ცენტრის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს „ ზუგდიდის ოფისის კოლაიციური პროექტის ფარგლებში მომზადდა და „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება.. კვლევის თანახმად, გარადა ზემოაღნიშნული პრობლემებისა, ონარიის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმების დონეც დაბალია და ის მხოლოდ 28% შეადგენს.  კვლევის ავტორები ადილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას რეკომენდაციებს სთავაზობენ და გამოთქვამენ მზაობას, ზემოაღნიშულ საკითხებზე, ნებისმიერ უწყებასთან ითანამშრომლონ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი თოდუას განმარტებით, მიმდინარე წელს ონარიაში მოწესრიგდება შიდა გზების ნაწილი და სანიაღვრე სისტემა, დანარჩენი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მომდევნო წლებში იქნება მოგვარებული.

კვლევის ავტორები პერიოდულად გეგმავენ შეხვედრებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან.და არსებული პრობლემების მოკვლევას.


 

Нравится