სოფელ გრიგოლიშის მოსახლეობამ ხიდის აღდგენისა და წყლის მიწოდების მოთხოვნით აქცია გამართა.

გრიგოლიშისოფელ გრიგოლიშის  მოსახლეობამ დღეს აქცია კონკრეტული მოთხოვნით გამართა, ადგილობრივები ხიდის აღდგენასა და წყლის მიწოდებას ითხოვენ, მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელი ორადაა გაყოფილი, ხიდის არ არსებობის გამო კი 12 ოჯახი გარე სამყაროს მოწყვეტილია.ხმაური გრიგოლიშის მოსახლეობის პროტსტს მოყვა, ადგილობრივებმა ზუგდიდისერვისმშენს, რომელსაც გრიგოლიშიდან ყულიშკარამდე წყლის მილები გაჰყავს, მუშოაბის გაგრძელების საშუალება არ მისცეს, მათი თქმით სანამ სასმელი წყალი თვითონ გრიგოლიშის მოსახლეობას არ მიეცემა და ხიდის პრობლემა არ მოგვარდება პროტესტს არ შეწყვეტენ და ტერიტორიას არ დატოვებენ.მოგვიანებით ადგილობრივებთან გრიგოლიშის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული მივიდა, მისი განცხადებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად ტენდერი ხიდის აღდგენასთან დაკავშირებით გამოცხადებულია და კონკრეტული ვადებიც დაასახელა.ჩვენმა გადამღბმა ჯგუფმა ინფორმაცია ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით გადაამოწმა, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებ–გვერდზე , სადაც ყველა გამოცხადებული ტენდერი თავსდება, გრიგოლიშის ხიდის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი არ  არის განთავსებული.

მადგილობრივებს მიღეებული დაპირებების არ სჯერა, ისინი მიიჩნევენ,რომ ამ ეტაპზეც მათი თხოვნა რეაგირების მიღმა დარჩება, მოსახლეობა ადგილზე მთავრობის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ.მოსახლეობა კონკრეტული პასუხის მოლოდინშია, მათივე თქმით თული უახლოეს პერიოდში სოფლის ხიდი არ აღდგება, აქციებ გააგრძელებენ დაპროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ.


Нравится