ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ზურაბ ცხონდიას საჯარო ლექცია გაიმართა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_leqciebi-bibliotekashi06.jpgზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა უკვე ერთი თვეა ყოველ პარასკევს ტრადიციული  ლექცია-საუბარსმასპინძლობს, რომელსაც უძღვება ბატონი ზურაბ ცხონდია. ლექციები სხვადასხვა თემაზე იმართება, ამჯერად კი ლექციის თემაა-ნიკო ნიკოლაძე-ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, რევოლუციონერ-დემოკრატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სამოციანელთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი და ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი. საჯარო ლექციების კურსი ბიბლიოთეკაში მომავალშიც გაგრძელდება და მსმენელებისთვის საინტერესო თემებს მიეძღვნება.


Нравится