სოფელ შამგონის სკოლა-ინტერნატის ყოფილი თანამშრომლები და მშობლები სკოლის აღდგენას ითხოვენ.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_shamgona04.jpgსოფელ შამგონის სკოლა-ინტერნატის ყოფილი თანამშრომლები და მშობლები სკოლის აღდგენას ითხოვენ. ისინი ამ მოთხოვნით დღეს სკოლის ეზოში შეიკრიბნენ. სკოლის ყოფილი თანამშრომლების განმარტებით, მათ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემა სურთ. შამგონის სკოლა-ინტერნატი შარშან დაიხურა და მას შემდეგ სკოლის შენობას ყოფილი თანამშრომლები იცავენ. ბავშვთა სახლის ყოფილი დირექტორი როინ შენგელია ამბობს, რომ დაწესებულების დახურვის შემდეგ, მოსწავლეთა ნაწილი ჩხოროწყუსა და წალენჯიხის თანამედროვე ტიპის ბავშვთა სახლებში გადანაწილდა, ნაწილი კი მშობლებს დაუბრუნდა. ზემოაღნიშნული საკითხით დაინტერესებული ირინა ჭითანავა ამბობს, რომ საპატრიარქომ 2012 წლის დეკემბერში, სკოლის შენობის გადმოცემის მოთხოვნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილით მიმართა, თუმცა მისვე განმარტებით პასუხი ჭიანურდება. ჭითანავა დასძენს, რომ სკოლის და ფინსების საკითხიც მოგვარებადია, რადგან ბიზნესმენებისგან და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცებისგან მხარდაჭერას ელიან. მშობლები აცხადებენ. რომ სკოლით 4 სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა და ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. მისვე განმარტებით, მათ უკვე შეაგროვეს 300-მდე ხელმოწერა, ხელმოწერები სკოლის ეზოში დღესაც შეგროვდა. შამგონის ბავშვთა სახლი 1952 წელს დაარსდა. 1959-93 წლებში ფუნქციონირებდა, როგორც ზუგდიდის საშუალო სკოლა-ინტერნატი, 1993-96 წლებში კი როგორც ზუგდიდის ობოლთა და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლი. 2009 წელს ჯანდაცვის სამინიტროს გადაეცადა 2012 წლამდე ზუგდიდის ბავშვთა სახლის სახელით იყო ცნობილი.


Нравится