მესხიას უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_sh-mesxia04.jpgშოთა მესხიას ზუგდიდის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა „ღია კარის“ დღე უფასო პროფესიულ  პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით. შეხვედრას  უძღვებოდა შეფასებისა და გამოცდების  ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე  თამარ კაკუტია. შეხვედრის კოორდინატორმა ჩასატარებელ  ტესტირებასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა დამსწრეებს.– აბიტურიენტებსა და მშობლებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, ტესტების ნიმუშების პრეზენტაციამ  აბიტურიენტთა ინტერესი  გამოიწვია. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში  წარიმართა.


Нравится