ა. ო. „დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დაცვისათვის“ აფხაზეთში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_nona-ubilva02.jpgარასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დაცვისთვის “ ხელმძღვანელმა ნონა უბილავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დევნილების ე.წ. საზღვარზე გადმოსვლის პრობლემებთან დაკავშირებით ისაუბრა. უბილავას ინფორმაციით აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ სპეციალური დოკუმენტების გაცემა შეაჩერა, რომელიც დევნილების ადმინისტრაციულ საზღვარზე გადმოსვლას უზრუნველყოფდა. ამასთან უბილავამ დასძინა  რომ რეგისტრაციის გასავლელად გადმოსულ დევნილებს რუსი მესაზღვრეები აკავებენ სადაც მათი დაჯარიმება ხდება. ნონა უბილავას თქმით, ოკუპირებული ტერიტორიის მკვიდრნი ყოველდღიურად მორალური და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან. მისი განმარტებით კარგი იქნება თუ დევნილთა და განსახლების სამინისტრო პოცესის მოგვარებაში საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩართავს რათა თითოეულმა დევნილმა შეძოს რეგისტრაციის გავლა და დევნილის სტატუსის შენარჩუნება. ბრიფინგი რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ნონა უბილავამ  გამართა, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მცირე დარბაზში ჩატარდა


Нравится