ზედაეწერის მოსახლეობა სასმელი წყლის მილების გაწმენდას ითხოვს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_wylis-milebi10.jpgსოფელ ზედაეწერის მოსახლეობა დღეს სოფლის ცენტრში კონკრეტული მოთხოვნით შეიკრიბა, ადგილობრივები სასმელი წყლის დაწმნდასა და წყლის ავარიული მილების შეცვლას ითხოვენ. ადგილობრივი ანზაორ ქარაია ყვება, რომ მან რამდენიმე დღის წინ სასმელი წყლის მთავარ მილში მკვდარი ცხოველი იპოვა, რომელიც გახრწნის პროცესში იყო, მოსახლეობის თქმით ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა როცა წყალს ქვეწარმავალი ან ცხოველის გახრწნილი ნაწილები მოყვება, მათი თქმით დაბინძურებულმა წყალმა ადგილობრივები რამდენჯერმე მოწამლა.მოსახლეობა აცხადებს, რომ დღეს დილით მათთან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან მივიდნენ და წყლის დაქლორვა მოახდინეს, თუმცა მათი თქმით ეს საკმარისი არაა, ადგილობრივები 800 მეტრის მონაკვეთზე ავარიული წყლის მილების შეცვალასაც ითხოვენ.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ზუგდიდის ოფისში აცხადებენ, რომ ამ პრობლემის შესახებ მათთვის ცნობილია, საქართველოსგაერთიანებულიწყალმომარაგებისკომპანიისზუგდიდისსერვისცენტრისხემძღვანელი, დავითფოცხვერია აცხადებს, რომ წყალს ქიმიური ანალიზი ჩაუტარდება და მისი ვარგისიანობა შემოწმდება, მისივე თქმით დაზიანებული მილების საკითხიც იქნება შესწავლილი და მისი შეცვლაც უახლოეს პერიოდში მოხდება. ზედაეწერის მოსახლეობა პრობლემის მოგვარების მოლოდინშია,მათი თქმით წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილობრივები სასმელი წყლის გარეშე დარჩება.


Нравится