ლალი ანთია დაკავებულია

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_antias-dakaveba10.jpgარასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთია დღეს, დილით ზუგდიდში დააკავეს. ლალი ანთიას დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ეკა ბრეკაშვილმა დაადასტურა. მისივე თქმით, ლალი ანთია დაკავებული იყო თაღლითობის ბრალდებით და მას გარკვეული პერიოდი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული ჰქონდა და მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ისევ შეაბრუნებენ.როგორც პრესცენტრში განმარტეს, ლალი ანთიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადავადებული ჰქონდა სასჯელი, რომელსაც იხდიდა და, შესაბამისად, ვალდებული იყო, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყოვეთვიურად წარედგინა შესაბამისი წერილობითი ცნობა, რაც მას არ გაუკეთებია, რის შემდეგაც სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი შებრუნება.დღესვე ლალი ანთიას დაკავებას, ა. ო „ქალები მშვიდობისა და სამართვლიანობისთვის“ ლიდერი ინგა ქარდავა გამოეხმაურა, პრესკონფერენციაზე ქარდავამ აღნიშნა, რომ ანთიას დაკავება შესაძლოა პრემიერ–მინისტრის ზუგდიდში ჩამოსვლას უკავშირდებოდეს, რადგანაც მისივე თქმით ლალი ანთია პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას გეგმავდა და ზუგდიდშ არსებულ ვითარებაზე სწორი ინფორმაციის მიწოებას აპირებდა. ქარადავას თქმით ლალია ნთიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, მისი თქმით ანთია ამ ხელისუფლების მსხვერპლია ქარდავამ ბიძნა ივანიშვილს მიმართა და დაკავებულის გათავისუფლება სთხოვა.


Нравится