ედპ-ს ადგიოლობრივმა ორგანიზაციამ ზუგდიდის მერობის კანდიდატი წარადგინა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_centri07.jpgეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის ადგილობრივმა ორგანიზაციამ ზუგდიდის მერობის სავარაუდო კანდიდატად, პარტიის წევრებს და რიგით მოქალაქეებს ექიმი ვახტანგ ყუფუნია წარუდგინა. ყუფუნიას კანდიდატურა შეხვედრის მონაწილეებმა მოიწონეს და დადებითად შეაფასეს. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა აღნიშნეს, მერობის კანდიდატად ვახტანგ ყუფუნიას წარდგენა, ადგილობრივ მმართველობაში ვიწრო პარტიული ინტერესების უარყოფაა.
ყუფუნიამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მისი პრინციპები საზოგადოების გვერდში დგომა, მათი აუცილებლობის და გასაჭირის გათვალისწინებაა.
ვახტანგ ყუფუნია ანალოგიური ხასიათის შეხვედრებს ზუგდიდელ ახალგაზრდებთანაც გეგმავს, მისი თქმით მისთვის ყველა ასაკის ადამიანის მოსაზრება მნიშვნელოვანია. დღევანდელი შეხვედრა რამდენიმიმე საათის განმავლობაშ გაგრძელდა.


Нравится