ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე ავტონაწილების მაღაზია ინტერ-ავტო გაქურდეს

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე ავტონაწილების მაღაზია ინტერ-ავტო გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია დაახლოებით 50 ათას ლარამდე ღირებულების საქონელი და ასევე 2000 ლარამდე თანხა. შსს-მ  ზუგდიდში მომხდარ ქურდობაზე საქმე სსკ 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა  და ზარალის ოდენობა დგინდება.

Нравится