რა ჯდება სააღდგომო სუფრა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_bazar-025.jpgმოახლოებულ სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით  ჩვენმა   გადამღებმა   ჯგუფმა გადაწყვიტა  ერთი დღით თვალი შეევლო ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში. შევეცადეთ გაგვერკვია იმ პროდუქტების ფასები, რაც  სააღდგომო სუფრისთვის არის საჭირო და დაახლოებით ერთ ოჯახს რამდენი ლარის დახარჯვა მოუწევს.ბაზარში მოვაჭრეები  უკმაყოფილებას ვერ მალავენ და ამბობენ, რომ საერთოდ არ იგრძნობა დღესასწაულის მოახლოება, რადგანაც მყიდველები ნაკლებად არიან. (სინქრონები)თავად მყიდველებიც უკმაყოფილო არიან და ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ პროდუქტებზე ფასები დღითიდღე მატულობს, რის გამოც ყიდვა ძალიან უჭირთ. (სინქრონები)აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ჩვენთან განსაკუთრებულად აღნიშნავენ. თითქმის ყველა ოჯახში სამზადისი რამდენიმე დღისთ ადრე იწყება და მათ ამგავარდ, გაძვირებულ პროდუქტებთან უწევთ გამკლავება. ფასები კი შემდეგნაირია:

ერთი კილოგრამი ნიგოზი-22 დან 30 ლარამდე ღირს

ინდაური 60 დან 100-ლარამდე

გოჭი 70 დან 120 ლარამდე

ყველი 12 ლარი

ჭყინტი ყველი 9 ლარი

ხილი სხვადასხვა სახეობის მიხედვით 2 დან 10 ლარამდე და ა.შ

საბოლოო ჯამში დაახლოებით ერთ ოჯახს სააღდგომო სუფრისთვის იმდენივე თანხა ჭირდება,   რაც საქსტატმა რამდენიმე დღის წინ ხუთ სულიან ოჯახზე თვეში საარსებო მინიმუმად  361 ლარი დაგვისახელა. აქ  ალბათ, არ იყო ნაგულისხმევი დღესასწაულები, რადგანაც დაახლოებით სადღესასწაულო სუფრისთვის  200 დან 400 ლარამდე არის საჭირო.

 

 

Нравится