„თავისუფლება ბესიკ დგებუაძეს“ - პროკურატურასთან აქცია გაიმართა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_AQCI-024.jpgადმინისტრაციის შენობასთან მოაწყვეს, თუმცა მალევე ისევ პროკურატურასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები 13 აპრილს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებდნენ და დგებუაძის გათავისუფლებას ითხოვდნენ. საქმე ეხება 2018 წლის 26 ნოემბერს მომხდარ ინციდენტს,  რა დროსაც  დგებუაძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემასა და ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანებას ედავება. მისი უფლებადამცველი ბაჩუკი ყურაშვილი აღნიშნული პროცესის მიმდინარეობაზე  გვესაუბრება .დაკავებულის მამა და ძმა პროკურორ ლევან სალიას შეხვდნენ.  პროკურატურიდან გამოსულმა დაკავებულის მამამ, ვლადიმერ დგებუაძემ აღნიშნა, მისი შვილის მდგომარეობა ციხეში  ყოფნისას კიდევ უფრო გაუარესდა. მამის თქმით, მომდევნო სასამართლო პროცესი 27 აპრილს არის დანიშნული, იმ შემთხვევაში თუ მისი შვილის მიმართ გამამართელებელი განაჩენი არ იქნება გამოტანილი, ისინი აქციებს  გააგრძელებენ

 

Нравится