მირიან მარკელიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა რაიონული სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_MARKEL-22.jpgზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან მირიან მარკელიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა რაიონული სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხდევითაც 22 წლის მირიანე მარკელიას, 5 წლით თავუსუფლების აღკვეთა მიესაჯა. მირიან მარკელიას საქმეზე გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობდა, მათ შორის 117 მუხლის მე-3 ნაწილის ე ქვეპუნქტით, რაც არასრულწ ლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და 126 მუხლის 1 ნაწილით, ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში მარკელია თამნაშავედ ცნო.

 

 

Нравится