გამოსაშვები გამოცდებისთვის აპრობაცია საქართველოს ყველა სკოლაში იწყება.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sazogadoeba_r-c14.jpgგამოცდების ეროვნული ცენტრი 2013 წლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მასშტაბური აპრობაციის ჩატარებას იწყებს.გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, საცდელი ტესტირებების მიზანი ტესტური დავალებების გამოცდა და ბაზის შექმნაა.
“აპრობაციები 13-18 მაისს ჩატარდება. საცდელ ტესტირებებში მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონის 400-მდე სკოლის 35 000-მდე მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლე მიიღებს. 2013 წლიდან გამოცდების ეროვნული ცენტრი კვლავ კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტირებით (ცატ-ის სისტემა), მთელი საქართველოს მასშტაბით, პრაქტიკულად ყველა სკოლაში ჩაატარებს გამოსაშვებ გამოცდებს”, _ აცხადებენ ცენტრში.
ამასთან, ოთხ გამოცდას (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია) მეთორმეტეკლასელები მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩააბარებენ, დანარჩენს ოთხს კი (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) სასწავლო წლის ბოლოს. მოსწავლეებს, რომლებიც შემოდგომაზე ვერ შეძლებენ ბარიერის გადალახვას ამა თუ იმ საგანში,  შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა განმეორებით.

Нравится