საზოგადოება

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

10 უცხოელი არასრულწლოვნის საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_MOWAMV-022.jpgდღეს, ათი ბავშვი ინტოქსიკაციის ნიშნებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ათივე ბავშვი უკრაინის მოქალაქეს ეკუთვნის და როგორც ის ამტკიცებს, გააჩნია სპეციალური დოკუმენტები სადაც ასახულია, რომ ბავშვები მისი შვილები არიან. რაც შეეხება ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექიმის განმარტებით, საავადმყოფოში სეყვანის დროს ბავშვებს ზოგადი სისუსტე და ღებინება აღენიშნებოდათ. როგორც ამ ფაქტის თვითმხილველები ჩვენთან საუბარში ყვებიან, მათ გამუდმებით ესმოდათ ბავშვების ტირილი. ბინა კი რამდენიმე თვის წინ უკრაინელმა ქალბატონმა იქირავა და ათ ბავშვთან ერთად ცხოვრობდა. მეზობლებმა რეაგირებისთვის საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს. აღნიშნულ ფაქტზე შსს - სპეციალური განცხადება გაავრცელა, რასაც უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. სამინისტროს ხელთარსებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან.
ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა შეძლო იმ კადრების დაფიქსირება, როცა ათი მცირეწლოვანი ბავშვი რეანომობილით გადაყავდათ ინფექციურ საავადმყოფოში, თუმცა კონკრეტულად ქუთაისში თუ თბილისში, ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ექიმებმა არ მოგვაწოდეს.

 

 

comments

ივლისი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended